Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზაალ ხონელიძე სასაცილო მდგომარეობაში აყენებს თანაგუნდელებს'

თარიღი : 20-04-2016, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისი მერია არასათავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ბრალდებებს პასუხობს.

მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მმართველობის დროს ქალაქში არც ერთი ბიბლიოთეკა არ გაუქმებულა და ორგანიზაციის ბრალდებებს ისინი აფსურდის თეტარს უწოდებენ. თავად ორგანიზაციის წევრებს კი სასაცილო მდგომარეობაში ყოფნაზე მიუთითებენ.

"ქუთაისში კიდევ ერთხელ გავხდით აფსურდის თეატრის მომსწრე. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორი“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პირმშოა, ქუთაისის მერიას ბრალს დებს ბიბლიოთეკების გაუქმებაში. თავად მედიატორს კი ქუთაისში № 1 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ზაალ ხონელიძე წარმოადგენს. ხონელიძე რამდენიმე თვის წინ ბაღის დირექტორობიდან კანონდარღვევის გამო გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში არც ერთი ბიბლიოთეკა არ გაუქმებულა. მეტიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უახლოეს ხანში იგეგმება ახალი ბიბლიოთეკის შექმნა. ამასთან განვმარტავთ, რომ 2007-2008 წლებში მაშინ როდესაც ქვეყანას ნაციონალური მოძრაობა მართავდა მოხდა ბიბლიოთეკის შენობების გადაცემა მერიის საკუთრებაში, დამატებითი და არა ძირითადი ქონების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახადეს მომხდარიყო ბიბლიოთეკების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ზაალ ხონელიძე სასაცილო მდგომარეობაში აყენებს თავისივე თანაგუნდელებს," -ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" ქუთაისის მერია ქალაქში ბიბლიოთეკების გაუქმებასა და შენობების გასხვისებაში დაადანაშაულა.


ნანახია: 1068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მედიატორმა' ქალაქში ბიბლიოთეკების შესაძლო გასხვისება დღეს აქციითაც გააპროტესტა.
ამის შესახებ ინფორმაციას 'ახალი საქართველოს' ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნომერ პირველი ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ხონელიძემ გააკეთა.
ყოფილი გამგის თქმით, აღნიშნულის მიზეზი გასული წლის 11 დეკემბერს, ბაღი თანამშრომლების მიერ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების
#1 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის ზაალ ხონელიძის ბრალდებებს ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ.
მერი ბაღის ყოფილი გამგის ბრალდებებს პასუხობს.
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.

ამინდი