ქუთაისში აქციას-'მოისროლე ბიძინა' 'ოცნების' აქტივისტების დაუპირისპირდნენ
თარიღი : 20-04-2016, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"თვისუფალი ზონის" წევრებმა აპრილს, ქუთაისში გამართულ აქციაზე- "მოისროლე ბიძინა" მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი წარმომადგენლის ნიკუშა ნარსიას თქმით, აქციაზე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა თავი მოქალაქეებად გაასაღეს და მათი მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"გუშინდელ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი მოქალაქეების მხრიდან, თუმცა ისინი სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქეები არ იყვნენ. ერთი იყო ქალაქის მერის თანაშემწის დედა ვარად ხეცურიანი და "ოცნებიდან" იყო სამი აქტივისტი. ასევე, ადგილზე იყო ერთი ქალბატონი, რომელიც ბაგა-ბაღების გაერიანებაში მეთოდისტად მუშაობს. ეს იყო მერიის ნათესავებისა და სპეციალურად მოსული ხალხის ვითომ პროტესტი,"-განაცხადა "თავისუფალი ზონის წერმა" ნიკუშა ნარსიამ.
ქუთაისის მერიაში "თავისუფალი ზონის" წევრთა ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ერთპიროვნული მმართველობა და მძიმე სოციალური ფონი გააპროტესტეს. დაპირისპირებისას კი მოქალაქეებმა ,,თავისუფალი ზონის" წევრებს მოღალატეები უწოდეს.
მარუსა ხურციძე