ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში, საფიჩხია-კახიანაურის მაჟორიტარად იყრის კენჭს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისში, საფიჩხია-კახიანაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა. ნიშნიანიძის თქმით, პარტიულ სიაში ის თავის თავს ნაკლებად მოიაზრებს, თუმცა "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში იბრძოლებს.
ნიშნიანიძე იხსენებს, რომ წინა არჩევნებში თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, თუმცა კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ხელი შეუშალეს. ნიშნიანიძის თქმით, ამ მიმართულებით აქტიურობდნენ "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი" და "თავისუფალი დემოკრატები", რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, არჩევნებზე პარტიული სიით გასულიყო.
IPN.GE