იტვირთება

ზესტაფონის სოფელ ვაჭევთან ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება

ზესტაფონის სოფელ ვაჭევთან ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

 "თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის 187-ე კმ-ზე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი ვაჭევი) შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, 2023 წლის 15 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სავალი ნაწილის ორივე ზოლზე,"-ნათქვამია განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები