თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე შშმ პირთა დღის ცენტრ 'იმედის სხივს' ეწვია
თარიღი : 20-04-2016, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე და თერჯოლის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე შშმ პირთა დღის ცენტრ „იმედის სხივში“ იმყოფებოდნენ.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „ნაბიჯი ტყიბული“ (დამფუძნებელი გიგა სოფრომაძე) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის „ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის -„ზრუნვა შშმ პირების შესაფერისი და სტიმულირებული გარემოსათვის“ ფარგლებში, დღის ცენტრ „იმედის სხივის“ ბენეფიციარებს სავარძელ-ეტლები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ბიბლიოთეკის, თერაპიული და შრომითი აქტივობებისათვის საჭირო ინვენტარი გადასცა.
დღის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ სტუმრები ტყიბულიდან, მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე.