ქუთაისში, სახანძროს შენობასთან ღვარსადენის მშენებლობა დაიწყო
თარიღი : 20-04-2016, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის უკან ახალი ღვარსადენის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"ახორციელებს. კომპანიის კუთვნილი მძიმე და სპეც.ტექნიკიას მეშვეობით 200-მეტრიანი არხი გაიჭრა. "სპეციალური სერვისების"საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით, არხის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება.
