Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქცია ქუთაისის ისტორიული მემკვიდრეობის დასაცავად

თარიღი : 20-04-2016, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში, "ოქროს ჩარდახთან" მშვიდობიანი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები "ოქროს ჩარდახის" ტერიტორიაზე კაფე "არგოს" მშენებლობის ნებართვის გაუქმებას, სკვერის კეთილმოწყობას და მისთვის ფუნქციის დაბრუნებას მოითხოვდნენ.
http://topnews.com.ge/photo/news/20160420142706.png


მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქტივობების ძირითადი ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია", რომელთან ერთადაც ერთი მიზნის ქვეშ რამდენიმე არასამთავრობო გაერთიანდა. აქციაზე ორგანიზატორებმა ყურადღება იმ კანონზე გაამახვილეს, რომელიც მშენებლობის მიმდინარეობით ირღვევა. არასამთავრობოები ქალაქის მერისგან დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემასაც ითხოვენ.

"ვაჟღერებთ მშვიდობიან მესიჯებს, რომ სკვერში მშენებლობის ნებართვა შეწყდეს და მას მიეცეს სკვერის სახე, თუმცა შეურაცხმყოფელი ფრაზების გარდა, აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არგუმენტირბული რეაგირება არ ყოფილა. მე, როგორც მოქალაქეს, მინდა კონკრეტული და არგუმენტირებული პასუხი კითხვებზე: რატომ გაიცა მაინცდამაინც ეს ტერიტორია? რა კონკრეტული ტერიტორიები იყო მშენებლობისთვის შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან,?"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია " თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.

მანიფესტს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მშენებლობის შეწყვეტის და სკვერის რეკონსტრუქციის მოთხოვნით გამოქვეყნდა, 600-მდე ხელმომწერი ჰყავს.

"მერიის გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ არ დაგვრჩება სივრცე, სადაც ქალაქი შეინარჩუნებს თვითმყოფადობას, აღარ დაგვრჩება ადგილი ჩვენთვის, მეგობრებისთვის, ადამიანებისთვის, წარსულისა თუ მომავლისთვის. ჩვენ მივიღებთ ისეთ სივრცეს, რომელიც არის კვაზიარქიტექტურა. მე აქ ვიცავ "ოქროს ჩარდახს", ვიცავ ისტორიულ უბანს, რომ აქ არ აშენდეს კაფე-გემი,"-განაცხადა მოქალაქე თეონა ხარაბაძემ.

გამოსვლას რიგით მოგალაქებთან ერთად, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა მათი განცხადებით ისინი იქ, როგორც რიგითი ადამიანები იდგნენ და ამას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია.

"მე,როგორც რიგითი მოქალაქე ვუერთდები აქციას. მსგავსი პრობლემა ბევრია, თითქმის ყველა სკვერთან მიმდინარეობს მშენებლობა, რაც პირდაპირ გადის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკებზე და დეპუტატების ინტერესებზე. ამას ისინი არც მალავენ, აქტიურად ადებენ ერთმანეთს ხელს, რაც კარგი პროცესია. ქუთაისი მერამ გამოიჩინოს მეტი კომპეტენტურება. ის "აისოს"-ს სერტიფიკატი მშვიდობაში მოიხმარონ და პრაქტიკაში დაგვანახონ "აისო"-ს სტანდარტები რასაც ნიშნავს,"-განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისს ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.

"ყველამ ვიცით, რომ ასეთ ადგილებს მხოლოდ ხელისუფლების წარომადგენლები ყიდულობენ და არა უბრალო მომაკვდავები. მე როგორაც მაქვს ინფორმაცია. ეს არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას საკუთრება. მშენებლობა არამარტო ისტორიულ ძეგლს, არამედ მიმდებარე ხიდებსაც უქმნის საფრთხეს,"-განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ.

მშვიდობიანი აქციის ორგნიზატორების განცხადებით, თუკი ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ადეკვატურ პასუხებს არ მიიღებენ, შემდგომში მშენებლობის გასაპროტესტებლად უფრო მეტი ხალხი გამოვა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1332-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა' და 'კეთილმოეწყოს სკვერი,'–ეს არის დაგეგმილი აქციის მთავარი მესიჯები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
ისინი 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.
სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ
'ათჯერ და უფრო მეტჯერ ავუხსენით, რომ კაფე-ბარის მშენებლობა ხელს არაფერს უშლის.'
შეჩერდეს 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. 'ევროპა ჩვენი
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი