ქუთაისის საკრებულოს 'რესპუბლიკელი' დეპუტატი პრემიერს მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს წევრი და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ქათამაძე პრემიერს მოუწოდებს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს, აღმოფხვრას დაუსჯელობის სინდრომი და მოსახლეობას მომავლის რწმენა დაუბრუნოს.
,,ვირისგან წიხლი არ არის საწყენი, მაგრამ როდესაც ეს ვირი არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს,"- აღნიშნული განცხადება ქათამაძემ კომისიის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.
როგორც ქათამაძე განმარტავს, მასა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნიკა ლატარიას შორის დაპირისპირება მოხდა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, სადაც ქალაქის დაქვემდებარებაში არსებული ფართების გასხვისებაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, მან საკუთარი მოსაზრება ,,ოქროს ჩარდახის" სადაო ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე დააფიქსირა და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ობიექტიდან ქალაქის ბიუჯეტში აღნაგობის ქირის გადასახადი 2017 წლის 1 სექტემბრამდე არ შევა.
,,ნიკოლოზ ლატარია როგორც კი განსხვავებულ პოზიციას მოისმენს და ეს მის ბიზნესს ეხება, შეურაცხადი ხდება და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს. გადმოდის შეურაცხყოფაზე და ავიწყდება, რომ ის არის ხალხის რჩეული და იმისთვის არ მოსულა საკრებულოში, რომ ლობირება გაუწიოს თავის ბიზნესს,"-აცხადებს ქათამაძე.
როგორც ქათამაძე აღნიშნავს, ის კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ აგორდა არის პოლიტიკური, რადგან მისივე თქმით, ის ვერ მოისყიდეს.
ქათამაძის თქმით, ქუთაისში გოჩა თევდორაძის "ნაციონალური მოძრაობის" კლანს დაემატა ახალი კლანი ნიკა ლატარიას ლობირებით, რომელთა პირადი ინტესების წყალობით ქალაქში არაფერი არ იცვლება და ერთი და იგივე ადამიანები არიან ბედნიერნი.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია აცხადებს, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს "ოქროს ჩარდახთან" მიმდინარე მშენებლობასთან საერთო არაფერი აქვთ. რაც შეეხება ნატო ქათამაძისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ლატარია აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების მიმართ მხოლოდ ხმაური იყო.
ნათია სვანიძე