'მედიატორი':ქუთაიში ბიბლიოთეკები უქმდება და შენობები იყიდება
თარიღი : 20-04-2016, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ქუთაისში ბიბლიოთეეკბი უქმდება და იყიდება," - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" აკეთებს. "მედიატორმა" ქალაქში ბიბლიოთეკების შესაძლო გასხვისება დღეს აქციითაც გააპროტესტა.
"იყიდება ბიბლიოთეკები და ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ. ქალაქის უბნებში არის პატარა ბიბლიოთეკები, ცენტრალური ბიბლიოთეკის ფილიალები. ესენი ყველა დაიხურა. ერთადერთი მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკა დარჩება და ამას იმით ხსნიან, მკითხველი არ გვყავსო. ქალაქის მერს ვეკითხებით, რატომ ყიდის ბიბლიოთეკებს," - აცხადებს "მედიატორის" წარმომადგენელი ზაალ ხონელიძე.
ქალაქის მერიის ეკონომიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ "მედიატორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ბიბლიოთეკების ყოფილი შენობები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში 2007-2008 წლებში გადავიდა.
"მედიატორის" მიერ გაკეთებული განცხადება აბსურდულია. მათ ვურჩევთ, კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და შემდეგ გამოვიდნენ საჯაროდ," - აცხადებენ მერიის ეკონომიკურ სამსახურში.