სოფლის მეურნეობის მინისტრმა წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოინახულა
თარიღი : 20-04-2016, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რ/კ ჯანელიძეები“ მოინახულეს. კოოპერატივში ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საბითუმო ბაზრებზე ხდება და შპს „ჰერბია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საექსპორტოდაც გადის.

2015 წლის ბოლო კვარტალში შპს „ჰერბია“-ზე გაყიდულმა მწვანილმა 34 319 ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში ჰერბია-ს 114000, თებერვალში 17 925, მარტში კი 57188 ლარის პროდუქცია მიეწოდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2015 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 6 წევრს აერთიანებს.