ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 19-04-2016, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

გამგებლის წარმომადგენელმა ქ. ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ხელაძემ, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მათ შორის ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39.197 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ბილდინგი“ ახორციელებს.

ვანის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს პროექტი, როლითაც ქალაქისთვის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება- ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა შეკეთდება. მიმდინარე სამუშაოებს შ.პ.ს. „ფირმა იმედი ახორციელებს“, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148.838 ლარია გამოყოფილი.

ასევე, ყიფიანის ქუჩაზე, გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკთან მისასვლელ გზაზე ეწყობა კიუეტები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21.833 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, 26 მაისის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 196.853 ლარია გამოყოფილი, სადაც სანიაღვრე არხებიც ეწყობა.

ასევე, ვანის N 1 საბავშვო ბაღის შენობაც გარემონტდა და ინვენტარით აღიჭურვა. შენობის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 381. 000 ლარი დაიხარჯა.

,,ათწლეულების მანძილზე ვანში საავდმყოფოს არარსებობით გამოწვეული პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებული და საჭირო გამოკვლევებისთვის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლებს,"- განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა ქ. ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ხელაძემ.


ნანახია: 894-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39.197 ლარი გამოიყო.
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
აღნიშნული პროგრამით სალომინაოში 51 დასახელების სამუშაო შესრულდება,მიმდინარე სამუშაოების განსახორციელებლად კი ბიუჯეტიდან 141 500
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.
სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი