იტვირთება

დოღი ხარაგაულში-ვინ არიან გამარჯვებულები?

დოღი ხარაგაულში-ვინ არიან გამარჯვებულები?

ხარაგაულის სოფელ მოლითში, თანასოფლელების ინიციატივითა  და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის(დირექტორი რევაზ შერგელაშვილი) მხარდაჭერით, საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა.

დოღი დელემაურის სერზე ჩატარდა და საერთო ჯამში, 10 ცხენოსანი მონაწილეობდა.

სპორტულ აქტივობას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.

 საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

ანზორ ორთოიძე-პირველი ადგილი;

ლუკა კიკნაძე-მეორე ადგილი;

დავით მჭედლიძე-მესამე ადგილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები