საერთაშორისო ასოციაციამ ‘საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’ იზა ვეფხვაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა
თარიღი : 19-04-2016, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები

2016 წლის 16 აპრილს, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო ,,რეპორტიორის “ დარბაზში შედგა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გაფართოებული სხდომა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა ორგანიზაციის მიერ გაწეული ანგარიში და მოხდა საპატიო ოქროს მედლით სამი პიროვნების დაჯილდოება: „ავერსის“ დირექტორი პაატა კურტანიძე, „ევროპული სკოლის“ დირექტორი ნანა მოსიძე, ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორიდა ამავე ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე.

ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იზა ვეფხვაძეს ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობის, ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრში მრავალი მაღალმხატვრული საავტორო სპექტაკლის განხორციელების, ახალგაზრდობის იდეურ-ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ოქროს მედალი და სიგელი გადაეცა.

დაჯილდოების შემდეგ იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა ნაწყვეტი ლიტერატურული სპექტაკლიდან „გალაკტიონის ნატერფალები“ და აგრეთვე ვრცლად ისაუბრა წიგნზე ,,ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. იქვე გაჩნდა იდეა, რომ აღნიშნული პექტაკლი მიწვეულ იქნას გორის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ იზა ვეფხვაძე საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის გამგეობის (ხელმძღვანელი კინორეჟისორი გოგი დოლიძე) გადაწყვეტილებით ქართული კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა დასისი საპატიო სიგელით, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საერთაშორისო ფონდისა (ხელმძღვანელი ზურაბ ანჯაფარიძე(უმცროსი) და გაზეთ ,,თანადგომის”(გამომცემელი დასახურებული ეკონომისტი,ანზორ ბაბუხადია) მიერ, ერის ღირსეულ შვილთა სახელობის უკვდავსაყოფად გაწეული ღვაწლისათვის იზა ვეფხვაძე მადლობის სიგელით იქნა დაჯილდოებული.
აქვე არ შეიძლება, არ ავღიშნოთ ის დიდი ღვაწლი და დამსახურება, რაც საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია კვეზერელს მიუძღვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე. ეს კი გამოიხატება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ განხორციელებული ქველმოქმედებით. ზოგადად, აღნიშნული ორგანიზაცის კეთილშობილური საქმიანობა მთელ საქართველოს წვდება და მთავრი ისა, რომ ეს დიდი საქმე კეთდება სრულიად უანგაროდ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.
NS