ქუთაისში სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობის გახდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობის გახდა

თარიღი : 19-04-2016, 16:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
http://topnews.com.ge/photo/news/20160419161801.png


თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. კვლევები ტარდება როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.

ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ.

მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკი. სააგენტოს სპეციალისტებმა 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცეს, მათ შორის 225 - მწვანილზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდაზე მეტყველებს.


ნანახია: 844-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა კონტროლს სააგენტო ახორციელებს.
ცნობისთვის, ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით გადადის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად
შეხვედრის დროს, დარიგდა სპეციალური საცნობარო ლიტერატურაც.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი