Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სოციალური მეწარმეობის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი : 19-04-2016, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს მასშტაბით ორი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

დასავლეთ საქართველოში პროექტის პარტნიორი ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია. დასავლეთში პროექტი ხუთი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

აღნიშნული ინიციატივის მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითრების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერებაა.

ასევე, ქუთაისში სოციალური მეწარმეების მხარდამჭერი ცენტრის დაფუძნებაც იგეგმება, რომელიც ტრენინგებისა და კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ყველა დაიტერესებულ ჯგუფს ინტენსიურად მიაწოდებს.

„სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვითარდება როგორც მცირე და მიკრო ბიზნესი, ასევე იმ ტიპის ბიზნესიც ,რომელიც სოციალურად ორიენტირებულია. ეს კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის,რომ არამხოლოდ ერთჯერადი დახმარებით შემოიფარგლონ, არამედ დაწერონ პროექტები, სადაც ექნებათ როგოც კონსულტაციები ასევე სწავლებები ამ მიმართულებებით“,-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

პროექტის ფარგლებში, მომავალში სოციალური მეწარმეობის ალიანსის დაფუძნებაც იგეგმება. პროექტი ევროკავშირის მიერაა განხორციელებული და სამი წლის თავზე 13-14 ახალი სოციალური საწარმოს დაფუძნება იგეგმება.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 2112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის მიზანს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდის მეშვეობით
10-წლიანი თანამშრომლობისა და მრავალი ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას 'ადამიანი
პროექტში ჩართულია 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირი

ამინდი