'გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას'
თარიღი : 19-04-2016, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ყოველკვირეული კამპანიის - ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებთან შეხვდერა გაიმართა.
შეხვედრებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" და ,,გენდერის მედიაცენტრი" ახორციელებს.
,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებს გენდერის თემაზე თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება მიეცათ. პოლიტიკური პარტიის წევრებმა იმაზეც ისაუბრეს თუ რამდენად საჭიროდ თვლიან ისინი ქალთა გააქტიურებას პოლიტიკაში.
,,ქუთაისის მერიაში გენდერული ბალანსი არ არის დაცული. ვერც ერთ წამყვან თანამდებობაზე ქალბატონებს ვერ ვხედავ. ჩვენი პარტია ყველანაირად ცდილობს გენდერული ბალანსი იყოს დაცული და რაც შეიძლება მეტი ქალი შევიდეს პარლამენტში,"- აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ნატო უგრეხელიძე.
,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გულო გეგეჭკორის განცხადებით, საქართველოში გენდერული თანასწორობის ცნება არ ესმით. მისივე თქმით, გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, არამედ ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაბარი პირობებით სარგებლობის უფლება. პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი კვოტირების სისტემაზეც საუბრობს, მისივე განცხადებით, ეს არის ხელოვნური ფორმა, რომელიც ქალბატონებს პოლიტიკური იზოლაციისაგან იცავს.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, თავისი აზრი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ზურაბ ზამბახიძემ გამოხატა. როგორც ზამბახიძე ამბობს, უკეთესი იქნება თუ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მეტი პოლიტიკური პარტია მიიღებს და მეტ ინფორმაციას მიაწოდებს საკუთარ ამომრჩეველს იმის შესახებ, თუ რას გეგმავენ ისინი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ამაღლების კუთხით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი შეხვედრების სერიას მოიცავს, რომელიც ყოველ კვირას გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პირველ რიგში ქალი წარმომადგენლები მიიღებენ.
ნათია სვანიძე