კაფე 'არგო'-ს მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართება
თარიღი : 19-04-2016, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 20 აპრილს, 13:00 საათზე, ქუთაისში, 10 არასამთავრობო ორგანიზაცია "ოქროს ჩარდახთან" მიმდინარე მშენებლობას გააპროტესტებს.
"ქუთაისის უუნარო, კორუმპირებულმა მერმა შოთა მურღულიამ კაფე–ბარის მშენებლობის უფლება გასცა "ოქროს ჩარდახთან" მიმდებარე სკვერთან. ოთხშაბათს, 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით "ოქროს ჩარდახთან" მიმდინარე მშენებლობასთან ვატარებთ საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას. ვისთვისაც ძვირფასია ქუთაისი, მისი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გთხოვთ შემოგვიერთდით," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სულხან ქობულაძე.
"გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა" და "კეთილმოეწყოს სკვერი,"–ეს არის დაგეგმილი აქციის მთავარი მესიჯები.
სკვერში "არგო"-ს მშენებლობას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ:
"ევროპა ჩვენი სახლია";
"საზოგადოების უფლებები";
"ლიბერალური კლუბი";
უნივერსიტეტი "ლამპარი";
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი;
"ეკოლოგიის მცველები";
"უფლებებისთვისა და განათლებისთვის";
"ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი";
"იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი;
" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".