ტყიბულში, მონასტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები გამგებელმა დაათვალიერა
თარიღი : 19-04-2016, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, დედახვთისას მონასტრის მიმართულებით ბეტონის საფარიანი გზის დაგება დაიწყო. გზის მოწყობითი სამუშოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვნეეტაძემ დაათვალიერა. 96 700 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ტობე“ ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება და ნახევარ კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს. ბეტონის საფარის დაგება ასევე გრძელდება კურსებში კიდევ ერთი მიმართულებით-სოფელ ნაბოსლევში, წყნორში, გურნასა და ჯვარისაში.
მუნიციპალიტეტის გამგებელი კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა.