იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ლენტეხში სკოლას არემონტებენ

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ლენტეხში სკოლას არემონტებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ლენტეხის N 1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო-ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს. 

"სკოლის რეაბილიტაციის  დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები