Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ და როდის ფიქსირდება თვითმკვლელობის პირველი ფაქტები?

თარიღი : 19-04-2016, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, ეს არის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, გლობალური პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ იგი კაცობრიობის გაჩენიდან მოყოლებული არსებობს. როგორც ზოგიერთ მასალაშია აღნიშნული, პირველი თვითმკვლელობის ცნობა ეგვიპტურ ლექსებში გვხვდება, რომელიც დაახლოებით 4 000 წლის წინ არის დაწერილი. იქ გამოთქმულია აზრი, თუ როგორ დაღალა ადამიანი ცხოვრებამ და როგორ უნდა მას სიკვდილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს. რაც შეეხება საქართველოში სუიციდის მაჩვენებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკველობის ყველაზე მეტი - 382 შემთხვევა 2014 წელს ფიქსირდება. 2013 წელს- 312, 2012 წელს - 315, ხოლო 2011 წელს - 293 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სუიციდის 123 ფაქტია აღნიშნული.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სუიციდსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ,,ინერ ჯორჯიას" ფსიქოლოგს მამუკა გელაშვილს ესაუბრა.

როგორც გელაშვილი აღნიშნავს, სუიციდი ფსიქოლოგიაში ნარცისიზმის უმაღლეს გამოვლინებად ითვლება. რაც შეეხება ნარცისიზმს, ეს არის თვითშეფასების აწევის უკანასკნელი ცდა. კოლექტიური ცნობიერის მქონე ადამიანი სხვებისგან ღებულობს თვითშეფასების მარაგს, ანუ მას მუდმივად დასტური სჭირდება. თვითშეფასებაში, ყოველთვის სოციუმთან ურთიერთობის საკითხი მოიაზრება. მაგალითად, შენ ვერ აკონტროლებ სიტუაციას თვითშეფასება გივარდება... თუ კი ადაპტირებული არ ხარ საზოგადოებასთან შენი თვითშეფასება იკლებს...თუ კი ატარებ არასრულფასოვნების კომპლექს, შენი თვითშეფასება საგრძნობლად მცირდება...თუ კი მომავალი გაურკვეველია, ეს ნიშნავს, რომ ვერ აკონტროლებ სიტუაციას და თვითშეფასება კვლავ იკლებს.

ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით. მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და სხვა.

,,იმ ადამიანებზე, რომლებსაც სუიციდისკენ მიდრეკილება აქვთ, შეიძლება არსებულმა სოციალურმა გარემომ იმოქმედოს და გაამწვავოს მათი მდგომარეობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვისი თვითმკვლელობის მაგალითები, რომელიც შეიძლება ,,გადამდები'' იყოს, ისევ კოლექტიური აზროვნებიდან გამომდინარე. აქ უკვე მედია დიდ როლს თამაშობს,"- აცხადებს ფსიქოლოგი მამუკა გელაშვილი.

თვითმკვლელობის ფაქტები მრავლადაა მოზარდებში. საზოგადოება მომხდარს ხშირად შემდეგი მიზეზებით ხსნის: შეყვარებულს დაშორდა, საცოლეს დაშორდა, ოჯახში პრობლემა ჰქონდათ და ა.შ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის თვითმკვლელობა სიყვარულის გამო გამაღიზიანებლად ჟღერს.

როგორც ფსიქოლოგი მამუკა გელაშვილი განმარტავს, თუ კი ვრცელდება ინფორმაცია,რომ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სიყვარულის გამო ჩაიდინა, რეალური საფუძველს სხვაგან ძებნა სჭირდება. ესაა ის მიზეზი, რომლის გამოც მათ დასჭირდათ სიყვარული, როგორც თავდაცვა, ხოლო ის რეალური მიზეზი, რამაც ბავშვებს თვითშეფასება დაუგდო, ფსიქოლოგის აზრით, ოჯახებში უნდა ეძებონ.

როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, არსებობს ცოდვები ღმერთის წინააღმდეგ, არსებობს მოყვასის და არსებობს საკუთარი თავის წინააღმდეგ. თვითმკვლელობა სწორედ საკუთარი თავის წინააღმდეგ ცოდვაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ცოდვაც. ღმერთმა ადამიანს მისცა "ხატება და მსგავსება". როდესაც ადამიანი მისთვის მიცემულ ხატების უნარს თვითმკვლელობით ასრულებს, გმობს სულიწმინდას და იმ საჩუქარს, რომელიც მას ღმერთმა არგუნა. ამიტომ არის, რომ თვითმკვლელი სულიწმინდის მგმობელი ხდება. სულიწმინდის გმობა კი მიუტევებელი ცოდვაა.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, თვითმკვლელობის ცოდვა ღვთის გმობას უტოლდება და მიუტევებელია, გამონაკლისი შემთხვევის გარდა – თუ ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია. ამ დროსაც ეკლესიამ მრავალი პანაშვიდი უნდა გადაიხადოს და მისი სულისთვის ილოცოს. და კიდევ, თვითმკვლელის სულისთვის დედის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დედის ლოცვა აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ღმერთმა იმქვეყნად შეუნდოს თუნდაც ეს მძიმე ცოდვაც კი.

10 სექტემბერს მსოფლიო თვითმკვლელობის პრევენციის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს დედამიწა ცდილობს ამ უმძიმესი პრობლემის კიდევ ერთხელ გააზრებას და მისგან გასათავისუფლებელი გზების დასახვას. 10 სექტემბერს ადამიანები მაჯაზე იწერენ „Love“- ს, რაც თანაგრძნობის გამომხატველი ნიშანია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოდესმე სუიციდი უცდია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკა 2011-2015 წლებს მოიცავს.
ექვსი ივლისი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. ექვს ივლისს, სხვადასხვა ქალაქში ტარდება ორიგინალური
"შემთხვევით არაფერი ხდება, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით. უფლის ნება ჩვენი ცუდად ყოფნა არ არის. ღვთის ნების, ღვთის განგებულების და
2010 წელს 7 საქორწინო ხელშეკრულება დაიდო, 2011 წელს - 13; 2012 წელს - 21 კონტრაქტი გაფორმდა; 2013 წელს სულ 32 წყვილმა გააფორმა
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი