ჯაზისა და ქართული ეთნო მუსიკის ნაზავი-'ირიაო'-ს კონცერტი ქუთაისში
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯაზისა და ქართული ეთნო მუსიკის ნაზავი-'ირიაო'-ს კონცერტი ქუთაისში

თარიღი : 19-04-2016, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
19 აპრილს, მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 19:00 საათზე, ეთნო-ჯაზ ჯგუფ ,,ირიაოს’’ კონცერტი გაიმართება.

ჯგუფი უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზის და ქართული ეთნომუსიკის ნაზავს წარმოადგენს. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად ითვლება, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. დავით მალაზონია 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისათვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი და მათ დებიუტს 2013 წელს დამსახურებული აღიარება მოჰყვა.

"ირიაო" აქტიურად გეგმავს კონცერტებს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

,,ირიაოს’’ რეპერტუარი დაფუძნებულია ჯგუფის წევრთა სურვილზე არა ქართული უნიკალური ფოლკლორის მოდერნიზებისა, არამედ მისი ჯაზის სტილში გადაწყვეტისა. სწორედ ამიტომ დავით მალაზონიამ, ზემოხსენებულ ჟანრში თავად შექმნა სრულიად ახალი კომპოზიციები, პროგრამა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით საზღვრებს გარეთ შეხვდნენ. თუმცა ის ქართველი მსმენელისთვისაც განსაკუთრებულია, ვინაიდან ფოლკლორის ახლებურად გააზრების საინტერესო მცდელობაა და ქვეყნის ფარგლებში ხელს უწყობს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.

ჯგუფის ხელმძღვანელი, სიმღერების და არანჟირებების ავტორია კომპოზიტორი დავით მალაზონია. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ნუგზარ ქავთარაძე- ქართული ხალხური საკრავები; ლევან აბშილავა - დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია; შალვა ღელეყვა-ბასი; გიორგი აბაშიძე- ვოკალი; მიხეილ ჯავახიშვილი- ვოკალი; ბიძინა მურღულია- ვოკალი.

ღონისძიების ორგანიზატორს ქუთაისის მერია წარმოადგენს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 1087-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტ- 'Chekck in Georgia'-ს ფარგლებში, 25 ივნისს, 19:00 სთ-ზე ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში (თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია)
საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით იმართება და მასზე
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, გიორგობის
ფესტივალის მიზანს ქართული მემკვიდრეობის დაფიქსირება, შენარჩუნება, ხალხური შემოქმედების აღორძინება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ამერიკის დღეების ფარგლებში, ფინალური კონცერტი
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამინდი