Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოქროს ბირჟების 'გასაჭირი' ქუთაისში-რატომ ამბობენ უარს ყვითელი ფერის ძვირფას ლითონზე?

თარიღი : 18-04-2016, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
დიდი ხანია, რაც საუველირო საქმიანობაში ერთადერთ კაშკაშა, ყვითელი ფერის ძვირფას ლითონს პირველი ადგილი უკავია. ოქრო, ქიმური ელემენტი, რომელიც სიმბოლოთი Au აღინიშნება, ადამიანებისათვის შეუცვლელი ღირებულების აღმოჩნდა.

როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოქრო, ოქროს ბირჟები და ოქროთი ვაჭრობა აქტუალურობას არასადროს კარგავს. იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ Topnews.com.ge-მ ქუთაისის მსხვილი ოქროს ბირჟები დაათვალიერა. Topnews-ი ოქროს ბირჟა ,,ზურმუხტის", ჭავჭავაძისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

საიდან შემოდის ოქრო, რომელიც დახლებზე დევს? ამ კითხვაზე ყველა ობიექტზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ. პირველი რიგში, მათივე თქმით, თითოეული გამყიდველი წარმოადგენს ინდ. მეწარმეს ან შპს-ს და ისინი თავად იძენენ საქონელს დილერებისაგან, ლომბარდებისაგან თუ ინდივიდუალური პიროვნებებისაგან. ასევე, ჩამოაქვთ თბილისიდან. როგორც ოქროს რეალიზატორები ამბობენ, თითოეული პროდუქციისათვის ივსება სპეციალური ზედნადები, რომელიც ხარისხის გარანტია და ე.წ დაზღვევაა. ყველა ობიექტზე ერთხმად ამბობენ, რომ მათ მიერ დახლებზე გამოტანილი ოქრო ხარისხიანია და ის მრავალგზის შემოწმებას გადის.

როგორც ინდ.მეწარმეები ამბობენ, პროდუქცია სრულიად სანდოა, რადგან საქონელს აქვს შტამპი, რომელიც ან ქარხნულია ან ექსპერტის მიერ არის დადებული. მათივე თქმით, შესაძლოა პროდუქცია უშტამპოდ იყოს, მაგრამ ის მაინც სანდოა, რადგან როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ჯერ პროდუქტს საკმაო სიფრთხილით იღებენ და მეორეც, თითოეულ ობიეტს ჰყავს ექსპერტი, რომელიც ოქროს ხარისხს ამოწმებს.

ქუთაისში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ობიეტზე topnews.com.ge-ს ერთ-ერთმა გამყიდველმა სპეციალური ხსნარები დაათვალიერებინა, რომლითაც მისივე თქმით, ოქროსა თუ ვერცხლის ხარისხს ამოწმებს.

მოვაჭრეებისათვის ყველაზე მტკივნეულ თემას გაყიდვები წარმოადგენს. კითხვაზე, ბოლოს როდის გაყიდეს პროდუქცია და გაიხსენებდნენ თუ არა ბოლო ,,კლიენტს" ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვს. მათი თქმით, კლიენტი ბოლოს ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჰყავდათ. როგორც რეალიზატორები აცხადებენ, აღნიშნული თვე მარხვის გამო პასიურია. როგორც ,,ზურმუხტში" ერთ-ერთმა მოვაჭრემ განაცხადა, ფართის ფულიც კი თავისი ჯიბიდან გადაიხადა. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი აღნიშნული პიროვნება საქმიანობის საერთოდ შეწყვეტაზე ფიქრობს.

რაც შეეხება მომხმარებელთა ნდობას, მოვაჭრეების თქმით, მყიდველი უმეტესად ადგილობრივ ექსპერტს არ ენდობა და ოქრო შესამოწმებლად სხვასთან მიაქვს, სადაც ხარისხთან ერთად, ფასის შესაბამისობასაც ამოწმებს.

ყველა თანხმება იმაზე, რომ ქუთაისელი მომხმარებლისათვის ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ინდ. მეწარმეები ამბობენ, მომხმარებელი ძირითადად დაბალი ფასის პროდუქციას ირჩევს, რომლის ფასიც 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. მათივე თქმით, ძალიან იშვიათად იყიდება მაღალი ფასის პროდუქცია.

მოვაჭრეები მომხმარებელთა გემოვნებას სხვადასხვაგვარად აფასებენ. როგორც ჭავჭავაძის გამზირზე დებარე ობიექტზე განაცხადეს, მომხმარებელი ძირითადად უპირატესობას რუსულ წითელ ოქროს ანიჭებს. რაც შეეხება ვიზუალს, მათივე თქმით, ბაზრობას უმეტესად სოფლიდან ჩამოსული მომხმარებელი სტუმრობს, ამიტომ ისინი მთავარ აქცენტს ძირითადად მდიდრულ და არა სადა ვიზუალზე აკეთებენ. რაც შეეხება ოქროს ბირჟა ,,ზურმუხტს", როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათი კლიენტების გემოვნება საკმაოდ დახვეწილია და მათთვის არც რუსული და არც თურქული ოქრო პრიორიტეტს აღარ წარმოაგენს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე უფრო მოთხოვნადი ევროპული ოქრო გახდა.

მოვაჭრეები მომხმარებლებს ურჩევენ, პროდუქცია გარანტიით შეიძინონ და ამ გზით მომავალი პრობლემებისაგან თავი დაიზღვიონ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 7185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ყვავილების გაყიდვა ბიზნესის ახალ სფეროდ იქცა.
"ხალხს არ აქვს საშუალება, ისინი პროდუქტს ცალობით ყიდულობენ"
ისინი გარე მოვაჭრეების აღნიშნული ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვენ.
ქუთაისელი მომხმარებლის ჯიბის დროებით სისქეზე ლომბარდის მრავალი სახეობა ზრუნავს.
ყველაფერი 1 ლარად,-ამ წარწერამ ჯერ კიდევ სამი თუ ოთხი წლის წინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა მოსახლეობაში და ახალ, საკმაოდ
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობაა, რის გამოც მომხმარებელი ბაზარში აღარ შედის.
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.

ამინდი