'ყველა ქუთაისურ ოჯახში დავკიდოთ ISO სერთიფიკატის თითო ეგზემპლარი'
თარიღი : 18-04-2016, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის მიერ ISO სერთიფიკატის მიღების ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე ეხმიანება.
თევდორაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ISO სერთიფიკატი ქალაქში არსებულ პრობლემებს ვერ გადაფარავს.
„ქუთაისის თვითმმართველობას მე ვაძლევ ასეთ რჩევას: ეს ISO სერთიფიკატი გადავამრავლოთ, ყველა ქუთაისურ ოჯახში დავკიდოთ თითო ეგზემპლარი და როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შეაწუხებთ უიმედობა, უპურობა და უგზოობა, გახედავენ სერთიფიკატს და დაკმაყოფილდებიან," -განაცხადა გია თევდორაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიას სერთიფიკატი საუკეთესო მენეჯმენტისთვის მიენიჭა.