ქუთაისის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე სასამართლომ სამსახურში აღადგინა
თარიღი : 18-04-2016, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების #15 ფილიალის ყოფილმა გამგემ ნანა კაკურიამ ბაგა-ბაღების გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაერთიანებას ნანა კაკურიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა. კაკურიას ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, გაერთიანება ვალდებულია ბაღის ყოფილი გამგე თანამდებობაზე დააბრუნოს.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამსახურში კაკურიას აღდგენა-არ აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც გაერთიანებას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება.