'სპეციალურმა სერვისებმა' მელიქიშვილის ქუჩაზე,საცხოვრებელ კორპუსს პრობლემა მოუგვარა
თარიღი : 18-04-2016, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ღვარსადენი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამორტიზირებული ქსელი ნალექის დროს იქვე არსებულ საცხოვრებელ კორპუსს პრობლემებს უქმნიდა. სამუშაოები ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" განახორციელა.
