ქუთაისის მერიას საუკეთესო მენეჯმენტისთვის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა
თარიღი : 18-04-2016, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ და დანერგილ ხარისხის მართვის სისტემას ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისის მერიაში მართვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდება.
"ქუთაისის მერია პირველია ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რომელსაც აღნიშნული სერტიფიკატი მიენიჭა. როცა ქუთაისის მერიაში მოვედი მენეჯრმენტი ნულის დონეზე დამხვდა, ახლა კი ყველა უყურებთ რა დონეზე ვართ. ამ თემის შესახებ გვინდოდა გვესაუბრა დაანონსებულ ბრიფინგზე, თუმცა ბრიფინგის თემა თქვენ გუშინ საღამოს შეიტყვეთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია (ISO) მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების გამცემი ორგანიზაციაა. ISO-ს ქსელი გავრცელებულია მსოფლიოს 162 ქვეყანაში, რომლებიც კოორდინირებულნი არიან ჟენევაში მდებარე ცენტრალურ სააგენტოსთან.
ISO გულისხმობს რომ ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიაში მენეჯმენტი (მართვა) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება. მასერტიფიცირებელი ორგანო არის SAI GLOBAL-ი, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის ბიუროს წევრია და მასერტიფიცირებელი ორგანოა მსოფლიოს 63 ქვეყანაში.
ISO არის ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი. სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობას შესაბამის საერთაშორისო ნორმებთან მენეჯმენტის (მართვის) კუთხით, რომელიც მოიცავს არსებული სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციას და მართვას; ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს; რესურსების მენეჯმენტს; დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას. ქუთაისის მერიის მიერ სერტიფიკატის მიღება მოწმობს რომ, დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მართვის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პროცესები მიმდინარეობს გამჭირვალედ და დაფუძვნებულია სამი ე-ს პრინციპზე:
1. ეფექტურობაზე
2. ეფექტიანობაზე
3. ეკონომიურობაზე.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტს ირჩევს ნეხევარ მილიონზე მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს 159 ქვეყანაში. მისი მფლობელები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა:
ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები: SHELL, BP, Exxon.
ავიაკომპანიები- AIR FRANCE, SWISS AIR, TURKISH AIRLINES.
ტელესაკომუნიკაციო კომპანიები: BBC, SKY NEWS და პრაქტიკულად ყველა ცნობილი სატელეკომუნიკაციოს კომპანია.
საჯარო უწყებების მხრივ ევროპის, აშშ-ს, აზიისა და ავსტრალიის უმსხვილესი და ცნობილი ქალაქები.
ცნობისთვის, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE პირველი იყო, რომელიც მერის მიერ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგის თემა ექსკლუზიურად გააჟღერა.