Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით,'-ლევან ფორჩხიძე

თარიღი : 17-04-2016, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტალუქსი"-ს დამაარსებელი და დირექტორი ლევან ფორჩხიძეა. სტომატოლოგად 2000 წლიდან მუშაობს. 10 წელია რაც ,,დენტალუქსი" დააარსა. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში არც ქალაქში და არც რეგიონში არ იყო მსგავსი ტიპის, ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი დაწესებულება. გარდა ამისა, საჭირო იყო ახალი ტექნოლოგიების შემოტანაც.


,,2006 წლიდან ვმუშაობთ, ყოველწლიურად ვფართოვდებით და ვამატებთ სიახლეებს. პროფესიონალი კონტიგენტი გვყავს, რომელიც მუდმივად იზიარებს ჩვენს სფეროში დანერგილ სიახლეებს.

კლინიკაში მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ფასდაკლებები და შეთავაზებები მოსახლეობისთვის. გვაქვს ბინაზე მიკითხვის სერვისი, რომელიც გათვლილია მუდმივად მწოლიარე ან შშმ პირებისთვის. რა თქმა უნდა, მომსახურების ხარჯებს არაფერი არ ემატება. უბრალოდ გვინდოდა ამით იმ ადამიანებს დავხმარებოდით, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ჩემი ძირითადი საქმიანობა ,,დენტალუქს" უკავშირდება, ამიტომ თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. ძალიან მიყვარს ნადირობა და ვცდილობ ამისთვის დრო სულ გამოვნახო, როცა სეზონია,"- განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ,,დენტალუქსი"-ს დირექტორმა ლევან ფორჩხიძემ.

ლევან ფორჩხიძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო
-2000 წელს დავიწყე ნიკეაზე, სტომატოლოგიურ კაბინეტში მუშაობა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ვემსახურებოდით.

პირველი ხელფასი იყო ნიკეას ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კაბინეტში მუშაობისას ხელფასი გამომუშავებით მქონდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იმ დროისთვის საკამოდ სოლიდური თანხა იყო.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო
- სტომატოლოგობა ჩემი მოწოდებაა და რა თქმა უნდა, იგივე პროფესიას ავირჩევდი.

სამსახურში მივდივარ
- ჩემი დღე დილით ადრე იწყება და ვცდილობ მცირე დრო შვილებთან გავატარო, რადგან სახლში გვიან შევდივარ და მერე მივდივარ სამსახურში.

სამსახურში დღეს ვიწყებ - საქმეების მოწესრიგებით და ვიღებ პაციენტებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად მყავს.

როცა პენსიაზე ვიქნები -ალბათ, შვილებთან ან შვილიშვილებთან ერთად ვიქნები და თუ შევძლებ, ნადირობას ისევ გავაგრძელებ.

ყველაზე მეტად მეშინია სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია. ჯერ არაფრის.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა-ვცდილობ, თუ რაიმე მინდა, იმას მივაღწიო. არარეალური სურვილები არ მაქვს.

კარიერის მისაღწევად საჭიროა მონდომება და შრომისმოყვარეობა.

საყვარელი სადღეგრძელო-ქართულ სუფრაზე ყოფნა ხშირად მიწევს და სადღეგრძელოებიც მიყვარს, მაგრამ გამორჩევა ცოტა გამიჭირდება. ალბათ, საქართველოს, ვაზის და მეგობრობის.

ინფორმაციას ვიღებ ძირითადად ინტერნეტით და საქმიანი კუთხით კონფერენციებით, შეხვედრებით, რადგან მუდმივად იცვლება მასალა და მუშაობის მეთოდები ჩვენს პროფესიაში.

ახლა ვკითხულობ-მხატვრული ლიტერატურისთვის დრო არ მრჩება და თუ დრო გამოვნახე, მაშინაც სტომატოლოგიურ სიახლეებს ვეცნობი.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი-ქვეყანაში, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ვცხოვრობ და არასდროს არ მქონია წასვლის სურვილი არა მარტო ქვეყნიდან, ქუთაისიდანაც კი.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე კომფორტულად თავს ბუნებაში ვგრძნობ.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა სპორტით დიდად არ ვარ გატაცებული. ფეხბურთი და კალათბურთი შეიძლება ვთქვათ, რომელთაც მოყვარულის დონეზე ვადევნებ ხოლმე თვალყურს.

საყვარელი ფილმი - თითქმის ყველა ჟანრის ფილმს ვუყურებდი, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე, ბოლოს ფილმს როდის ვუყურე, არც მახსოვს.


ნანახია: 3079-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი

ამინდი