Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ სხეულის ლამაზი ფორმების მისაღებად?-რჩევები 'პაპილონისგან'

თარიღი : 17-04-2016, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, რჩევები, რეკლამა   
topnews.com.ge
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო იმატებს კარგ ფორმაში ყოფნის სურვილი. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სპა-სალონ "Papillon "-ის ფიტნეს-ინსტრუქტორ მარიამ ხარაბაძეს ესაუბრა, რომელიც ლამაზი და ეფექტური სხეულის ფორმების მსურველებს საინტერესო რჩევებს სთავაზობს.

"არანაირი დიეტა. წონის კლება და შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვებითა ( 70%) და ვარჯიშით ( 30%). სწორი კვების გარეშე ვარჯიში დასაშვებია, თუმცა ამ დროს კუნთის მოცულობა იმატებს და სხეულს სხვანაირი, ნაკლებად ლამაზი ფორმა ეძლევა," - ამბობს მარიამ ხარაბაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში.

სპა-სალონ "Papillon "-ის ფიტნეს ინსტრუქტორის თქმით, ლამაზი სხეულისათვის აუცილებელია მუცლის პრესი, რომლის დამუშავებას 4-5 თვე და ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. როცა მუცლის კუნთი ტკივილს იწყებს, სასურველია ვარჯიშის მეტი ინტენსივობით გაგრძელება და არა შეწყვეტა, რადგან ესა იმის ნიშანია, რომ სასურველი შედეგი ახლოვდება. ამასთანავე, აუცილებელია მუცლის კუნთის ვარჯიში გაკეთდეს სწორად, რადგან თავიდან ავიცილოთ ხერხემლის დაზიანებები. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მისთვის მუცლის პრესის ვარჯიში რეკომენდირებული არ არის.

რაც შეეხება საჯდომს, ფიტნეს-ინსტრუქტორის თქმით, სხეულის ეს ნაწილი ყველაზე რთული დასამუშავებელია. ლამაზი ფორმისათვის 6 თვის მანძილზე ინტენსიური ვარჯიშია საჭირო.

"იმ ადამიანებს, ვისაც დღის გადატვირთული რეჟიმი აქვთ შუძლიათ ფეხით იარონ, ირბინონ ან გამოიყენენონ საუკეთესო საშუალება-ლახტი. ამ დროს დღეში ერთი საათი ვარჯიშიც საკმარისია, რადგან სხეულის ყველა კუნთი თანაბრად მუშავდება.

რაც შეეხება ვარჯიშისათვის დროის შერჩევას, წონაში კლებისათვის საღამოს ვარჯიშია უმჯობესი. დილით ვარჯიში ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო და არა წონის კლებისათვის. დილის სირბილის შემდეგ დაძინება არ შეიძლება, საღამოს კი რეკომენდირებულია. თუმცა საღამოს ვარჯიშს აქვს შემდგომი შეზღუდვა: არ შეიძლება საკვების მიღება გარდა იმ გამონაკლისისა, თუ არ ვიცავთ კვების 4 საათიან რეჟიმს. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ყოველ 4 საათში კვებას. აქ შედის ნებისმიერი სახის საკვები: პური, შოკოლადი, ნამცხვარი, რა თქმა უნდა, გარკვეული რაოდენობით," - ამბობს მარიამ ხარაბაძე.

მისივე თქმით, რეკომენდირებული არ არის არანაირი გასახდომი ჩაი თუ აბები.

"ესაა პირველი მტერი ჯანმრთელობისათვის. მოიცავს სწრაფ კლებასა და კვების დაწყებისთანავე დაკლებული კილოგრამების ანაზღაურებას. სწორი კვების პლიუსია ის, რომ იკლებ ნელა, მაგრამ შედეგი ხანგრძლივია. სწორ კვებას ორგანიზმი ეჩვევა და აყალიბებს გარკვეულ ფორმას.

აუცილებელია წყალი, რომლის მიღებაც ვარჯიშამდე საათით ან საათნახევრით ადრეა სავალდებულო. ვარჯიშის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში წყლის მიღება არ შეიძლება, რადგან მას კუნთი იღებს და წონაშიც იმატებს. წყლის მიღება ვარჯიშის განმავლობაში შეზღუდული რაოდენობითაა შესაძლებელი. ჯანმრთელი და ლამაზი სხეულისათვის სასურველია 2-3 ლიტრა დღეში.

აუცილებელია შაქრის დონის კონტროლი. არავითარი სწრაფი კვება და გაზიანი სასმელები. ერთი ჭიქა კოკა კოლა 8 კოვზ შაქარს შეიცავს, მაშინ როცა დღეში 3 კოვზის მიღებაა დასაშვები," - ამბობს ფიტნეს-ინსტრუქტორი.

ბოლო რჩევა, რომელსაც სპა-სალონ "Papillon "-ის ფიტნეს ინსტრუქტორი იძლევა არის ის, რომ ლამაზი ფორმების მსურველებმა ვარჯიშით არა მხოლოდ კონკრეტული ადგილები, არამედ მთელი სხეული უნდა გაილამაზონ. ძალისხმევისა და სწორი კვების შემდეგ კი შედეგის მიღება ინდივიდუალურად, 3 თვიდან არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ფიტნეს კლუბი ,,პაპილონი" ქუთაისში, VIP კომპლექს ,,ბაგრატი 1003"-ში ფუნქციონირებს. დაბალი ფასებითა და მაღალი ხარისხით, ახალი ფიტნეს კლუბი მხოლოდ ქალბატონების გალამაზებასა და გაჯანსაღებაზე იზრუნებს.

ქალთა კლუბი "პაპილონი" დაინტერესებულ მანდილოსნებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს. კერძოდ:

*ლიმიტირებული: აერობიკა, ფიტნესი - თვეში 12 ვარჯიში - 60 ლარი. დამატებით საუნით მომსახურების შემთხვევაში + 40 ლარი.

*ულიმიტო: აერობიკა, ფიტნესი - 90 ლარი. დამატებით საუნით მომსახურების შემთხვევაში + 40 ლარი.

*კორპორატიული - ლიმიტირებული პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში 50 ლარი, დამატებით საუნა - 30 ლარი. ულიმიტო - 80 ლარი + საუნა - 30 ლარი.

*მხოლოდ საუნა - 1 საათი - 100 ლარი.

ქალთა კლუბი ,,პაპილონი“ -ყველაფერი ერთ სივრცეში, 11:00 - დან 23:00სთ - მდე მუშაობს.

მის: ქუთაისი, პუშკინის ქუჩა № 16, წერეთლის ქუჩა, მეორე ჩიხი №2ა; VIP კომპლექსი "ბაგრატი 1003"-ის პირველი სართული; დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555 30 55 30, 0 431 25 33 02.

R

ნათია სვანიძე





ნანახია: 2297-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პაპილონი' დაინტერესებულ მანდილოსნებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს.
20 სექტემბრამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით 2+1-ით, ანუ 2 ერთთვიანი აბონომენტის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ მესამე
ცნობისთვის, გამაჯანსაღებელმა ფიტნეს-კლუბმა 'ოლიმპ'-მა 5 სექტემბრიდან დაიწყო ახალი სავარჯიშო სეზონი განახლებული ინტერიერით. 20
ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, მათ შორის საქართველოშიც.
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი