ვანის სახალხო თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
თარიღი : 17-04-2016, 00:31 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრის მსახიობებმა გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით წარმოადგინეს პიესა-სახელწოდებით „...მაგრამ უფლება არ მოუცია“.
ეს ვანის სახალხო თეატრისთვის პირველი სპექტაკლია მისთვის კარლო საკანდელიძის სახელის მინიჭების შემდეგ.
პრემიერას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიგა ბუბუტეიშვილი, სოფიო ნანაძე, აბელ სოსელია, პაპუნა ბახტაძე და თინათინ არაბიძე.
პრემიერამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.