ქუთაისში სკოლის პედაგოგებისთვის სამედიცინო აქციები იმართება
თარიღი : 17-04-2016, 00:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ინიციატივით და შპს „#1-ლი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით“ ყოველ შაბათს, ქუთაისში სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ერთ-ერთ ასეთი ტიპის აქციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. გასულ წელს კი ანალოგიური სამედიცინო საქველმოქმედო აქცია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთათვის ჩატარდა. შოთა მურღულიამ კლინიკის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის, რასაც ისინი ორი წელია ქუთაისელი პედაგოგებისათვის იჩენენ.