დუბაიში მოკლული 24 წლის ქუთაისელი გოგონას ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას მშობლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოსვენების პროცედურის დაჩქარებას სთხოვენ.
24 წლის ნინი სამნიაშვილი დუბაიში 2 დღის წინ მოკლეს. მკვლელობის დეტალები ოჯახისთვის უცნობია.
ოჯახის წევრების თქმით, გოგონა დუბაიში 2 კვირის წინ წავიდა.
ახალგაზრდა გოგონა დუბაიში კლუბში მუშაობდა. შემთხვევის დროს მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გოგონა იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 24 წლის ნინი სამნიაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო თანხებს უწყება გაიღებს.