"თერჯოლაში პოლიციელები ადგილობრივ ახალგაზრდებს ჯალათურად ექცევიან"

თერჯოლის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით დღეს თერჯოლაში პოლიციის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები თერჯოლის პოლიციის უფროსის ირაკლი დათუაძის და მისი მოადგილის გიორგი ლანჩავას გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, თერჯოლაში პოლიციელები ადგილობრივ ახალგაზრდებს ჯალათურად ექცევიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელები დღისით სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ ახალგაზრდებს და სასტიკად უსწორდებიან.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, იმ შემთხვევაში თუ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე არ გადადგებიან, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
შინაგანა საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულ პირს სამართალდამცველთან რაიმე სახის პრეტენზია აქვს, მან გენერალური ინსპექციას უნდა მიმართოს.