'ცაშეკრულას' კანიონი-ერთ-ერთი საინტერესო ადგილი დაბა ხარაგაულში
თარიღი : 16-04-2016, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად დაბა ხარაგაულში მდებარე "ცაშეკსრულას" კანიონზე გიამბობთ.
დაბა ხარაგაულში, ცაშეკრულას კანიონზე სათაგადასავლო ტურ-თამაში გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით მორიგ სათავგადასავლო ტურ-თამაშებში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. 2 გუნდი წარმოდგენილი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარას სკოლიდან. აღნიშნული სკოლა გასულ წელს გამარჯვებული გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ცაშეკრულის კანიონში ჩატარებულ ტურ-თამაშებში. ტურში აგრეთვე მონაწილეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საკრებულოს 2 გუნდი.
ცაშეკრულას კანიონი დაბა ხარაგაულის მახლობლად, მდინარე ჩხეიმელას მარცხენა შენაკად ოკიშურას ხეობაში მდებარეობს. გეოლოგიურ წარსულში კლდის ჩამოშლის შედეგად მდინარე ოკიშურა გვირაბში გაედინება. ადგილობრივები ამ ადგილს ,,ცაშეკრულას“ ეძახიან, რადგან აქ კანიონი ისეა, რომ ცა არ ჩანს, ე.ი. ცის თაღი შეკრულია და არ მოჩანს.

აღნიშნული კანიონის შესწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის - ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 საშუალებით მოხდა.
აღნიშნული საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი ზესტაფონელმა და ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა დალაშქრეს.

„ტურის მიზანია, რომ ახალგაზრდები დატკბენ ცაშეკრულას კანიონის სილამაზით და პოპულარიზაცია გაუწიონ მას,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი.
ცაშეკრულას კანიონზე მყოფმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა აღნიშნა, რომ
„ეს უნიკალური კანიონი ტურისტულად საინტერესო და პერსპექტიულ ადგილს წამოადგენს. ტურისტული ბილიკი ,,ცაშეკრულის კანიონი“, რომელიც ხარაგაულის ციხის მახლობლად იწყება, მდინარე ოკიშურას საინტერესო ხეობას გაივლის და 900 მეტრის გავლის შემდეგ ცაშკულის კანიონთან ახლოს მთავრდება.იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ ადგილის მონახულების სურვილი ბევრ ტურისტს გაუჩნდება“.
კანიონზე ტურ-თამაშის გამართვის გარდა, მოხდა ტურისტული მარშუტის აგეგმვა და მომზადდა ტურისტული ბილიკის რუკა.