ამერიკაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას თერჯოლაში მათემატიკის ოლიმპიადა მიუძღვნეს
თარიღი : 16-04-2016, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლაში სოსო მაკარიძის სახელობის მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილოდოების ცერემონიალი გაიმართა.
ოლიმპიადის ჩატარების იდეა, ნიუ-ჯერსის აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ყოფილი კურსანტის სოსო მაკარიძის სახელის უკვდასაყოფად, თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“-ს ეკუთვნის, შესაბამისად საორგანიზაციო საკითხებს აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინელი გვენეტაძე და პედაგოგიური კოლექტივი განკარგავდნენ.
სოსო (სოსელო) ალექსანდრეს ძე მაკარიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა, რომელიც განასაკუთრებული, ყოველმხრივი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და სამშობლოს საიმედო ჯარისკაცი იყო.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: ცერემონიალის გახსნა (პრეზენტაცია), რომელიც სოსო მაკარიძის განვლილ წლებს და მიღწევებს წარმოაჩენდა, შემდეგ მოწვეული სტუმრების მიმართვა და დასასრულს ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სოსო მაკარიძის მშობლები ალექსანდრე მაკარიძე და მაკა კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ბუცხრიკიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ქ. ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ბერძულიშვილი, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომოროვის სახელობის 199 საჯარო სკოლის წარმომადგენლები და ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ფულადი პრიზები და სოსო მაკარიძის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი, რომელიც ამ დღისათვის დაიბეჭდა. ოლიმპიადის საპრიზო ფონდი 1200 ლარს შეადგენდა.
საკრებულოს თავჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ კერძო სკოლა ,,მზეკაბანი -2007“-ი ფულადი თანხით დააჯილდოვა.
ორგანიზატორების თქმით, მათემატიკური ოლიმპიადა „სოსელო“ ყოველწლიურად გაიმართება და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.