Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰყვება პაატა ბურჭულაძის ფონდის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მოხუცთა თავშესაფარზე?

თარიღი : 15-04-2016, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე მოსახლეობას სიყვარულის დღეს ულოცავს. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ფონდის ქუთაისის ოფისმა სიყვარულის დღე მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც ხანდაზმულთა სასიყვარულო ისტორიების მოსმენის გარდა, ფონდის წევრთა აღფრთოვანება მოხუცების თბილმა მიღებამ გამოიწვია.

"დღეს სიყვარულის დღეა. ბევრი ვიკამათეთ, განსაკუთრებით ვისთვის მიგველოცა ეს დღე. ვიფიქრეთ: მშობლებს შვილები მიულოცავენ, გოგონებს-შეყვარებულები, ერს-ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები... გადავწყვიტეთ, ისევ იმათთან მივსულიყავით, რომლებიც ზოგადად, ნაკლებად ახსოვთ და მით უმეტეს, სიყვარულის დღეს ძნელად რომ ვინმეს გახსენებოდა .... წავედით მოხუცთა თავშესაფარში, სადაც სამი წყვილი გვეგულებოდა-დღემდე რომ უყვართ ერთმანეთი, დღემდე ერთმანეთზე ლოცულობენ, მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და ხანდაზმულთა ცენტრში ერთად აგრძელებენ თანაცხოვრებას.

მათი გაბრწყინებული სახეები უნდა გენახათ! ხელჩაკიდებულნი დაგვხვდნენ, თითქოს გადაჯაჭვულნი ბედნიერ-უბედურებაში. გაიხსენეს ბევრი სასაცილო, თბილი, ბევრიც ნაკლებად სასიამოვნო წუთები ახალგაზრდული სიყვარულის, პირველი შეხვედრის, ერთად გატარებული წლებიდან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.
დაგვლოცეს, ბედნიერი, სიყვარულით სავსე დღეები გვისურვეს და თან უზარმაზარი სითბო გამოგვატანეს.

ბევრს მიულოცავენ დღევანდელ დღეს, ზოგს - გულმხურვალედ, ზოგს-არც ისე. მათ-ყველაზე ნაკლებად...კიდევ ბევრჯერ მისვლას შევპირდით და სიყვარულით სავსე წამოვედით.
სიყვარულის დღეს გილოცავთ! ბევრი ასეთი დღე გვინდა საქართველოში!," - წერს კობა ჩიხლაძე.


ნანახია: 2032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კობა ჩიხლაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს. Topnews.con.ge მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღესვე, ბაზრობებზე დასაქმებულ ქალბატონებს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.
'საქართველოს განვითარების ფონდის' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც topnews.com.ge
'საქართველოს განვითარების ფონდის' ქუთაისის ოფისმა გვირილობის დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.
სიყვარულის ხიდზე უკვე დაიდგა გულის ფორმის კონტრუქცია.
პაატა ბურჭულაძე ქუთაისში მოსახლებას შეხვდა.
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი