Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის სახელობის ტურნირი გაიხსნა

თარიღი : 15-04-2016, 21:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირის გახსნას დაესწრნენ.

ტურნირში სულ ოთხი გუნდი,თბილისის გუნდები: „ორბი“ და „ჰიუნდაი“, ქუთაისის გუნდი „ქუთაისი“ და რუსთავის გუნდი „რუსთავი“ მიიღებენ მონაწილეობას. გარდამავალი თასისთვის 2002 წელს დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.

გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის საკალთბურთო გუნდის „ქუთაისი 2010“-ის მწვრთნელი გახლდათ.

ტურნირი კვირას დასრულდება და გამარჯვებულ გუნდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ.


ნანახია: 2045-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
აღნიშნული ტურნირი ქუთაისში მეორე წელიწადია იმართება.
ტურნირში, რომელიც საერთაშორისო იყო, სულ 6 გუნდი მონაწილეობდა.

ამინდი