Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არგო'-ს თემით სპეკულირება პოლიტიკურად მართული პროცესია-მერიის მიმართვა არასამთავრობოებს

თარიღი : 15-04-2016, 18:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია დღეს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ შეხვედრაზე წარმოთქმული ბრალდებების საპასუხოდ მიმართვას ავრცელებს.

"მშენებარე კაფე ,,არგო"-ს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხევ ვეხმიანებით და გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურად იმართებიან მოვუწოდებთ საკითხი დეტალურად შეისწავლონ და დოკუმენტაციას გაეცნონ.

2010 -2013 წლებში, მაშინ როდესაც ქალაქის საკრებულოს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსი“ მართავდა, მოხდა ერთ-ერთი სკვერის, „სამი ოთარის“ მიმდებარე ტერიტორიის სარგებლობის უფლებით გაცემა. მაშინდელმა საკრებულომ ერთ დღეში ამ სკვერთან ერთად მოახდინა რამდენიმე სკვერის ერთდროულად აღნაგობის უფლებით (აღნაგობის გაცემის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებას გულისხმობს) გაცემა.

თითოეული გაცემული სკვერი მინიმუმ 30 წლით სარგებლობას ითვალისწინებს. ამრიგად ახლანდელ ხელისუფლებას შეიძლება ითქვას რთული მემკვიდრეობა ერგო. 2014 წელს მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია პრინციპულად შეეწინააღმდეგა „სამი ოთარის“ სკვერში რაიმე ფორმით მშენებლობების დაწყებას. ასევე მკაცრი იყო საზოგადოებისა და მესამე სექტორის პოზიცია. გამომდინარე აქედან, შოთა მურღულია არაერთხელ შეხვდა შ.პ.ს „ანასტასიას“ მფლობელებს და აღნიშნული ტერიტორიის საკითხის შესწავლა მოხდა , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სკვერში შ.პ.ს. „ანასტასიას“ მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა რომ არ განეხორციელებინა ალტერნატიული ფართის ძებნა დაიწყო. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა სანაცვლო ტერიტორიის მოძიებას. საბოლოოდ ტერიტორია მოძებნა შ.პ.ს „ანასტასიამ“, რომელიც რუსთაველის 9 „ბ“ ში მდებარეობს. მოცემული ტერიტორია არ არის დატვირთული მწვანე საფარით, არ იჭრება არცერთი ხე და იგი 170 კვადრატული მეტრით ნაკლებია, ვიდრე „სამი ოთარის“ სკვერის ტერიტორია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწარმე “არგოს“ ფორმის კაფეს აშენებს. პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.

კაფე "არგო"-ს პროექტი ითვალისწინებს ერთი სართულის (მსუბუქი კონსტრუქცია) მშენებლობას. შესაბამისად ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კი ცილისმწამებლურია. მით უფრო ზოგიერთი ორგანიზაცია ვინც ოპონირებას გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშოა, ხოლო „სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კი სწორედ მათი პარტიული წევრების მიერ გაიცა, სარგებლობის უფლებით,"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.


ნანახია: 872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეჩერდეს 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. 'ევროპა ჩვენი
ბრალდებებს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ეხმაურება.
სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე, 22-ე სხდომაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნატო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა და შ.პ.ს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის თქმით, ე.წ. სამი ოთარის ძეგლის გადატანასთან და ტერიტორიის გახსვისებასთან
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ბესო ცქიფურიშვილი ს თქმით, “კინო საქართველოს” გვერდით არსებული სამი ოთარის
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი