Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პინ'-ის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერებისთვის

თარიღი : 15-04-2016, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ჩეხური არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) ახორციელებს პროექტს სახელწოდებით- ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში".

პროექტის ფარგლებში, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ წყალტუბოში, სასტუმრო ,,პრომეთე"-ში.

ტრენინგის თემას ადვოკატირება წარმოადგენდა. სამდღიან ტრენინგზე განიხილეს ადვოკატირების ეტაპები, პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი, პრობლემების მოკვლევა და კვლევის მეთოდები. ასევე, ისაუბრეს მედიასთან ურთიერთობის, ადვოკატირების კამპანიის მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე.

'პინ'-ის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერებისთვის


,,პროექტის მიზანია- NGO-ებისთვის ადვოკატირების საკითხებზე ახალი მიმართულებების მიწოდება. სამდრიანი ტრენინგისას მოხდა ახალი კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება, რაც სამომავლოდ სერვისების მიწოდებას გააუმჯობესებს რეგიონებში," -განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრჩეველთა საბჭოს შექმნა, სადაც ფასილიტატორი ფონდი ,,აფხაზეთი" იქნება.

'პინ'-ის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერებისთვის


პროექტი- "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ევროკაშირის მიერ არის დაფინანსებული. აღნიშნული პროექტი საქართველოს სტარტეგიული კვლევბისა და განვითრების ცენტრთან თანამშრომლობით საქართველოს სამ რეგიონსა (იმერეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი) და ოთხ მუნიციპალიტეტში (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი, გორი) ხორციელდება.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
10-წლიანი თანამშრომლობისა და მრავალი ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას 'ადამიანი
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას განაგრძობს.
'საქართველოში სოციალური სერვისი ერთჯერადი ფულადი დახმარებებით შემოიფარგლება.'
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული არტ-კლუბი გაიხსნა.
პროექტის "vote smart"-ის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი