'ქუთაისის მერია 24 საათის განმავლობაში კამერით აკვირდება ოქროს ჩარდახთან არსებულ მდგომარეობას'
თარიღი : 15-04-2016, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემას ,,ოქროს ჩარდახი"-ს ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა წარმოადგენდა.
ათი არასასამთავრობო ორგანიზაცია ერთი მოთხოვნით გაერთიანდა. არასამთავრობოების მოთხოვნაა-შეწყდეს ,,ოქროს ჩარდახთან" მიმდინარე მშენებლობა და ქალაქს სკვერი შეუნარჩუნდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ტერიტორია პარკირებისთვის გამოიყენება. მათივე თქმით, 5 დღეში შეგროვებულია 550 ხელმოწერა და მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება მანამ, სანამ მშენებლობა არ შეწყდება.
,,ქუთაისის მერია 24 საათის განმავლობაში, კამერების მეშვეობით აკვირდება "ოქროს ჩარდახთან" არსებულ მდგომარეობას, თუმცა ადმინისტრაციული კუთხით ერთი ჯარიმაც არ გაუცია,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივნის გვანცა თოთაძის თქმით, ეს თემა არ უნდა გახდეს პოლიტიკური ჩარჩოს მატარებელი და თვითმართველობის წარმომადგენებმა უნდ მოუსმინონ 500-ზე მეტ ადამიანს.
არასამთავრობო ორგანიზაციები იმავე მოთხოვნით მომავალ კვირაში აქციის გამართვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე კაფე ,,არგო"-ს მშენებლობის ნებართვა გასცა. მშენებლობას შ.პ.ს ,,ანასტასია" ახორციელებს. ათი არასმათავრობო ორგანიზაცია კი სწორედ აღნიშნულ მშენებლობას აპროტესტებს და ქალაქის ისტორიული ნაწილის დემოდერნიზებას მოითხოვს.
ნათია სვანიძე