როდის განახლდება მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი?
თარიღი : 24-10-2013, 17:24 | კატეგორია: ახალი ამბები

ყოფილი პრემიერი-მინისტრის და კახეთის გუბერნატრის ბრალდების საქმეზე პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 30 ოქტომბერს 12:00 საათზე განახლდება. მომდევნო სასამართლო პროცესზე დღევანდელის მსგავსად ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს, მათ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეები დაკითხავენ.
დღევანდელ სასამართლო პროცსეზე ბრალდების მხარემ რვა მოწმე წარმოადგინა, მათგან ექვსი სოცაგენტი იყო, ორი კი - ბენეფიციარი.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ე.წ. დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლის მოსყიდვას ედავება. ამასთან, მერაბიშვილს კვარიათში მდებარე აგარაკის მისაკუთრებაშიც ედება ბრალი.