Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნახევარჯერ მშიერი ვარ',–ბაღდათში ქოხში მცხოვრები მოხუცი დახმარების გარეშე დატოვეს

თარიღი : 15-04-2016, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში მცხოვრები დედა-შვილი საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

84 წლის ელენე გოგსაძე შვილთან ერთად, საუკუნის წინ აშენებულ ქოხში ცხოვრობს და 10 თვეა სოციალური დახმარების აღდგენას ელოდება. ქალბატონის თქმით, სახლში ჭერიდან წვიმა ჩამოდის,ხოლო იატაკიდან მღრნელები და ქვეწარმავლები ამოდიან.

"უმძიმეს პირობებში ვცხოვრობთ, როდის წაიქცევა 100 წლის წინ აშენებული სახლი არავინ იცის. ნახევარჯერ მშიერი ვარ შვილო. მე და ჩემს შვილს საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. მე ადამიანი სოციალურ დახმარებას მომიხსნიდა,"- აცხადებს ელენე გოგსაძე.

http://topnews.com.ge/photo/news/20160415122525.png


სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს. მათივე თქმით, ისინი სიღატაკეში მცხოვრებ დედა-შვილს პერიოდულად ეხმარებიან.

"ხან მჭადი გადმოგვაქვს, ხან ლობიო, მაგრამ სულ ამათთვის კი არა ჩვენთვის არ გვაქვს. გული მეწვება ამ მოხუცს რომ ვუყურებ. 84 წლის ქალია და ისე გადის დღეები ლუკმასაც ვერ ჭამს, რა ქნას საშაულება არ აქვს, სოციალური დამხარება კი 10 თვეზე მეტია შეწყვეტილი აქვს,"- ამბობს მეზობელი მანანა ლილუაშვილი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ქალბატონს მრავალჯერ უშუამდგომლეს, თუმცა მათვის გაუგებარი მიზეზის გამო, ყოველი გადამოწმების შემდეგ ოჯახს სულ უფრო და უფრო მაღალი ქულები მოსდიოდა.

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახს ამ ეტაპზე საარსებო შემწეობა მაღალი სარეიტინგო ქულის გამო შეწყვეტილი აქვს. იგეგმება ოჯახის ხელახალი გადამოწმება და მონაცემების დაკორექტირების შემდეგ,ახალი სარეიტინგო ქულა მიენიჭება.


ნანახია: 3442-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
ოთახში, სადაც 4 მცირეწლოვან ბავშვს სძინავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ქვეწარმავლები ამოდიან, დაზიანებული კედლებიდან კი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი