Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველო თხილის ერთ-ერთი სამშობლოა'-'პინ'-ის პროექტი თხილის პოპულარიზაციისათვის

თარიღი : 15-04-2016, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პინი“ (PIN) გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც იმერეთის რეგიონში თხილის დანერგვას და პოპულარიზაციას ემსახურება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 11 საფეხურიანი აქტივობებია დაგეგმილი. აქტივობის პირველი ეტაპი ქუთაისში გაიმართა, რომლის დროსაც თბილისიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ადგილობრივ ტრენერებს ტრენინგები ჩაუტარეს. ხოლო ტრენინგზე დამსწრეთა ჯგუფები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკულტაციო სამსახურის მიერ შეირჩა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160415115226.png


,,პროექტის მიზანს ფერმერთათვის ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების გარდა, მათი დახმარება წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან აწსუ უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის პროფსორ-მასწავლებლები და იმერეთის რეგიონალური სინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები,“-განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ვიტალი დუნდუამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა და პროექტის ტრენერმა ნანა მიროტაძემ განაცხადა, პროგრამა გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ახალი ტექნოლოგიით, სამი მიმართულებით (ტრენერი ფერმერთათვის, უშუალოდ პროფესიული სასწავლებლებისთვის და სკოლის დამამთავრებელი კლასებისთვის) დამუშავდა.

პროგრამის- ,,ტრენერი ფერმერთათვის“ ფარგლებში პროგრამაში ჩართული კადრები ქუთაისში გამართული სამდღიანი თეორიული სწავლების შემდეგ, ვანში, ორდღიან საველე პრაქტიკებზე გაემგზავრებიან.

სახელმწიფოს მიერ თხილი გამოცხადდა ქვეყნისთვის სტრატეგიულ კულტურად, შეიცვალა მისდამი მიდგომა და შესაბამისად, იმატა ამ მიმართულების განვითარებისთვის შემუშავებულმა პროგრამათა რიცხვმა.

დღეისათვის საქართველოში სამრეწველოდ დარაიონებული, დაპატენტებულია თხილის 12 ჯიში. როგორც ნანა მიროტაძემ განაცხადა, აგრარული უნივერსიტეტის აბაშის ბაზაზე თხილის 62 ჯიშია თავმოყრილი და დაფინანსების სიმცირის გამო, აღნიშნული კულტურა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. გავრცელებით მიმბაძველობის გამო კი თხილის უცხოური ჯიშები ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ თხილის კულტურის წარმოშობა მცირე აზიის, კავკასიისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოხდა. საქართველო თხილის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თხილს საკვებ კულტურად მე-4-6-ე საუკუნიდან მოიხმარენ.

პროგრამა, რომელიც "პინ"-ის მიერ ხორციელდება და საქართველოში თხილის კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება, ნოემბერში დასრულდება. მისი მეორე ეტაპი მაისში ჩატარდება. ,,პინ“-ის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კადრები პირადად გაუწევენ კონსულტაციებს თხილის წარმოებით დაკავებულ ფერმერებს და მათ წარმადობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს მიაწვდიან.
http://topnews.com.ge/photo/news/20160415115150.png


თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2088-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.
დაგეგმილია საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება.

ამინდი