კოლია ქვარიანის ნეშტს ქუთაისში ივნისის თვეში გადმოასვენებენ
თარიღი : 14-04-2016, 21:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქართველ მოჭიდავეს, კოლია ქვარიანს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლინდენის როუზჰილის სასაფლაოდან, ქუთაისში ივნისის დასაწყისში გადმოასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, ქართველი ფალავანი მწვანე ყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება.
"არაჩვეულებრივი ამბავი-ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე კოლია ქვარიანი სამშობლოში ბრუნდება. მრავალი წლის შემდეგ ახდება დიდი ქართველი ემიგრანტის უკანასკნელი სურვილი - საბოლოოდ ჩამოვა მშობლიურ ქალაქში, რომლის ქუჩებში ფერფლად მიმოფანტვასღა ნატრობდა სიბერის ჟამს. იგი მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება. დღეს ქუთაისის მერიაში შევიკრიბეთ საორგანიზაციო კომისიის წევრები და მერის ხელმძღვანელობით არა ერთი დეტალი დავამუშავეთ. წინ დიდი სამუშაოა, რათა ღირსეულად დავაბრუნოთ ქართული ჭიდაობის ლეგენდა. სამშობლოში თუ საზღვარგარეთ უამრავი სახელგანთქმული ფალავნის წამქცევი, ამერიკაში უძლეველი "ნიკ მოჭიდავის" სახელით ცნობილი, 50-იანი წლების მანჰეტენის გამორჩეული კოლორიტული ფიგურა, სტენლი კუბრიკის ფილმში "სასიკვდილო"- მაურის ორეხოვის როლის ბრწყინვალედ შემსრულებელი, მსოფლიოს უდიდესი ფალავნების აღმზრდელი და ბოლოს და ბოლოს, ქუთაისზე დიდი ნოსტალგიის მატარებელი ულამაზესი კაცი - კოლია ქვარიანი. ყველას გილოცავთ! უპირველესად კი შენ, ჩემო მანუჩარ კაჭახიძევ! შენ ხომ ფასდაუდებელი წვლილი მიგიძღვის კოლია ქვარიანის დაკარგული საფლავის მოძიებაში, მასზე უამრავი ბიოგრაფიული ფაქტის შეკრებაში და ის ჭირისუფალიც ხარ, ვინც პირველი წითელი სააღდგომო კვერცხი გადააგორე მის სამარეზე,"- წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.