'გირჩის' ყრილობაზე მხარდამჭერები ქუთაისიდან სპეციალური ავტობუსებით გაემგზავრებიან
თარიღი : 14-04-2016, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ოფისი სადამფუძნებლო ყრილობისთვის ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით "გირჩის" ქუთაისის ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"ქუთაისისა და იმერეთის წარმომადგენლები მონაწილეობას მივიღებთ ყრილობაში. 16 აპრილს დილით, 9 საათზე ქუთაისიდან სპეციალური ავტობუსებით გავემგზავრებით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ყრილობის შემდეგ დეტალურად ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე,"-აღნიშნა "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" სადამფუძნებლო ყრილობა 16 აპრილს, 15 საათზე თბილისში, ფილარმონიაში გაიმართება.