ბიბლიოთეკამ და თეატრის მსახიობებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს
თარიღი : 14-04-2016, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და თეატრის მსახიობებმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს. ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები წაიკითხეს.
"საქართველოს არსებობის მრავალსაუკუნოვან პერიოდში ყოველთვის გვქონდა ჩვენ რაღაც დასაცავი. პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ენას და ქართულ ენაზე შექმნილ მარგალიტებს,"- განაცხადა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.
მარუსა ხურციძე