Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქართული ენის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-04-2016, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დედაენის ძეგლთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კალიგრაფისტთა კონკურსი ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და დაფინანსებით გასულ კვირას გაიმართა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160414181712.png


1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.


ნანახია: 2286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა ქალაქს დედა ენის დღე მიულოცა.

ამინდი