‘ისაუბრე ქართულად’- საქართველოს განვითარების ფონდის მოწოდება ახალგაზრდებს
თარიღი : 14-04-2016, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა ქალაქს დედა ენის დღე მიულოცა.
სახელმწიფო ენის დღე პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა დედა ენის ძეგლთან ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა ფონდის წევრებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.
,, ჩვენი ღონისძიების ლოზუნგია - ,,ისაუბრე ქართულად“, რომლითაც ვაპროტესტებთ ქართულ ენაში უცხოური სიტყვების დამკვიდრებას და ბარბარიზმებით ენის დაბინძურებას. ახალგაზრდებს მოვუწოდეთ მაქსიმალურად გამოიყენონ ქართული ენის მდიდარი და მრავალფეროვანი რესურსი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა პაპუნა რევიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ მოსახლეობამ დემონსტრაციები გამართა. 14 აპრილი კი სახელმწიფო ენის დღედ 1990 წელს დაწესდა და ყოველი წლის ამ, დღეს ქვეყანასში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.