Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში გამწვანების აქცია მოეწყო

თარიღი : 14-04-2016, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მოეწყო.

ღონისძიება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

აქციის ფარგლებში, სოფელ ამაღლებაში 2.5 ჰა. მიწის ფართობზე 3 500–მდე ძირი ხე დაირგო.

აღნიშნული აქტივობაში იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე და ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ ჩართულნი.

http://topnews.com.ge/photo/news/20160414173040.png

როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი, იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის აქცია 12 – ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდება და 57 000 ძირი ხე 27 ჰა–ზე დაირგვება. მათივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების მიზანს ქვეყანაში მწვანე საფარის გაზრდა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება წარმოადგენს.


ნანახია: 1987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და უახლოეს მომავალში საწარმო ინვენტარით აღიჭურვება.
ტყის განახლების პროექტი პერმანენტულად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ვანის მუნიციპალიტეტში 4თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
დასუფთავების აქცია წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
დედამიწის საერთაშორისო დღეს, 22 აპრილს, ზესტაფონში ზღვის დონიდან 800 მეტრზე 2200 ძირი აკაციის ნერგი დაირგო.

ამინდი