ქართული ენის დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თარიღი : 14-04-2016, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
ასევე, სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით ბუკლეტები დაარიგეს. ფლაერები ქართული ენის შესახებ ცნობილ მოღვაწეთა გამონათქვამებსა და მართებული ენობრივი ფორმების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
კვირეულის ფარგლებში ასევე, გაიმართა დასკვნითი ღონისძიება -ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „გზა ქართული ენისა“, რომლის ბოლოსაც კონკურსსა და ვიქტორინაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება აწსუს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - „კოლხა“-მ, „ადილა“-მ და პედაგოგიური ფაკულტეტის გოგონათა გუნდმა დაასრულეს.
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზატორებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულება, სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე წარმოადგენდნენ.