Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოვლენები, რომელთაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვას გადაარჩინა

თარიღი : 14-04-2016, 16:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამორთმევა და მთავარ ენად რუსული ენის გამოცხადება გადაწყვიტა. თბილისში მოსკოვის ამ მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ენად ისევ ქართული შენარჩუნდა.

1801 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა აკრძალეს.

1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი მოგვიანებით, მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა.

1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.

იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.


ნანახია: 3829-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა ქალაქს დედა ენის დღე მიულოცა.
ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები

ამინდი